ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: სარფისა და ვალეს გავლით პირებს ფსიქოტროპული ნივთიერება შემოჰქონდათ

7 მარტი, 2016 •
შემოსავლების სამსახური: სარფისა და ვალეს გავლით პირებს ფსიქოტროპული ნივთიერება შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ცნობით,  2-4 მარტს სარფსა და ვალეში აღმოაჩინეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, რომლებიც სხვდასხვა პირებს თურქეთიდან გადმოჰქონდათ.

უწყების ინფორმაციით, საუბარია, ჯამში, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ 105 აბზე.

“2 მარტს „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის ა.გ-ს. ხელჩანთის სკანირებისას ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (30 აბი) გამოვლინდა. სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 4 მარტსაც დაფიქსირდა. კერძოდ, თურქეთიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქის, ჯ.ი-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას,მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტები (28 აბი)და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (17 აბი) აღმოაჩინეს 4 მარტს ‘’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაშიც. აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხას განკუთვნილი პრეპარატი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული ირანის მოქალაქის, რ.ხ-ს ბარგში აღმოაჩინეს,”-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმეთა მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შშს-ს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი