მიხეილ სააკაშვილი:მუსიკისა და დრამის თეატრის, ასევე საგამოფენო დარბაზის მშენებლობის საძირკველში კაფსულა ჩადო. თბილისის მერი და საკრებულოს წევრები. როგორც ბილბაომ სახელი გაითქვა გუგენჰაიმით, ასევე რიყე იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტურისტული ადგილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

  • თქვენ გახსოვთ, რომ აქ ძველ ეპოქაში, ძველ ცუდ დროში  აქ გამრავლდა უგემოვნო რესტორნები–  ყველა კორუფციით აშენებული, ყველა უკანონო, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ქორწილი და დაბადების დღეც კი აქვს აქ გადახდილი. აქ მეც ხშირად ვყოფილვარ და გული მიკვდებოდა როგორ ნადგურდებოდა ქალაქის ისტორიული ცენტრი.
  • გიგი უგულავას ეყო გამბედაობა ამ ყველაფრის დანგრევის, ჩვენ ამას სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ისევე, როგორც რუსთაველზე დაინგრა ქალაქის ვიცე მერის მიერ  კორუფციით აშენებული თაბუკაშვილის ქუჩაზე შენობა, რომლის ნგრევასაც პირდაპირ ეთერში გვაჩვენებდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ აჯანყებისკენ. აბა წადით პარიზში და ააშენეთ მაგის მეათედი საზიზღრობა და როგორც არ მიგინგრევენ წუთანახევარში მაგასაც ვნახავთ.
  • რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი დედაქალაქი პარიზზე ნაკლებად? რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაზე ნაკლებად? დღეს რომ აღმშენებლობებია თბილისში, გაზვიადების გარეშე, ასეთი საქართველოში არ გვქონია და განგიმარტავთ რატომ:
  • დააკვირდით, საქართველოს ისტორია პრაქტიკულად, თითქმის არ შემოგვინახა ქვის შენობებმა.  ერთადერთი საყოფაცხოვრებეო დანიშნულების ქვის შენობები ექსკლუზიურად შემორჩენილი არის მხოლოდ სვანეთში – რამდენიმე ასეული ქვის კოშკი. რა თქმა უნდა, შემორჩენილია ჩვენი ტაძრები,  მაგრამ არცერთ ეპოქაში არ შემოგვრჩა ჩვენი მეფეების ქვის სასახლეები, ერთი-ორი ქვის ნანგრევების გარდა. ჩვენ გვქონდა ქვის გალავნები, რომლითაც იცავდნენ შემოსევებისგან ქალაქს, ცდილობდნენ დაეცვათ. ჩვენ გვქონდა პატარ-პატარა ციხე-კოშკები, რომლითაც ვაფრთხილებდით მტრის შემოსევების შესახებ. ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონდა დრო გვეწარმოებინა ფართომასშტაბიანი მშენებლობები. თუკი აწარმოებდნენ მშენებლობას, როცა ეს მოხდა მეფისნაცვალ ვარანცოვის დროს, როგორც ეს მოხდა ლავრენტი ბერიას დროს – დიდი განაშენიანება თბილისის, ეს იყო აღმშენებლობა იმ იმპერიის სტილში, იმ იმპერიის თავმოსაწონად და ყველანაირი ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ ვაშენებდით ისე, რომ გვენახა ჩვენ არა ვართ ცალკე, ჩვენ ვართ მათი ნაწილი. ეს არის პირველი სახელმწიფოებრივი ეპოქა, სადაც საქართველო აშენებს თავისი სტილით, თავისი სახელმწიფოებრივი გემოვნებიდან გამომდინარე თავის ტრადიციებზე დაფუძნებით, თავის თანამედროვე ეპოქის გათვალისწინებით, თავისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების პირობებში. ამიტომ ეს მართლაც არის დიდი ეპოქა.
  • ჩვენი ამოცანა არის თბილისი ვაქციოთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ დედაქალაქად.
  • გუშინ მე ვიყავი ბუდაპეშტში. ბუდაპეშტი იყო ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ყველაზე დიდი ცენტრი, იმიტომ, რომ იქ ჩაიყარა ყველაზე დიდი რესურსები ვენასთან ერთად. ეს არის გრანდიოზული ქალაქი. ბუდაპეშტის აღმოსავლეთით, პრაღის აღმოსავლეთით, არც ერთ ქალაქს არა აქვს იმავე დონის განსაკუთრებული ევროპული, მაგრამ თვითმყოფადი და მიმზიდველი შანსი, როგორიც ეს  აქვს თბილისს. ეს არის მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დედაქალაქი.
  • მაგრამ ამასთან ერთად ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც კომფორტულია საცხოვრებლად ადამიანებისთვის. ბევრი რაღაც მოისპო დ აგანადგურდა, ამიტომ ჩვენ გვაქვს შანსი ბევრი რაღაცის ნულიდან და უკეთესად დაწყების. სერიოზული ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასახვეწად. საკრებულოში არის განხილვები და წუწუნი ზოგჯერ სამართლიანიც, რომ ავტობუსები შემცირდა, დიდი ხანი გვიხდება ცდა.  მე ამ ქალაქში გავიზარდე და კარგად მახსოვს როგორ დავდიოდი 2 ნომერზე ჩამოკიდებული ჩემი სკოლიდან, ვერიდან, ასე, ცალი ხელით ჩამოკიდებული, 11, 12 და 13 წლის ასაკში სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში.
  • ღმერთმა დაგვიფაროს დღეს რომელიმე ჩვენი ბავში ასე ხელჩამოკიდებული იყოს რომელიმე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. დღეს ჩვენ გვყავს რამდენჯერმე მეტი ავტობუსი, ვიდრე გვყავდა კომუნისტების დროს, დღეს ჩვენ გიგის [უგულავა] მეცადინეობითაც  და ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ ტრამვაის, რომელიც არა აქვს არც ბუდაპეშტს, არც ძალიან ბევრ ქალაქს ევროპაში და კეთდება ეს თბილისში. ჩვენ შემოგვაქვს სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, მათ შორის არ არის სასაცილო,  ველოსიპედები. მართალია თბილისი მთიანი ქალაქია, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს.
  • შენდება ბულვარი თბილისის ზღვის გარშემო, ასევე სხვადასხვა სპორტული ობიექტები დიღომში, ავჭალაში, ვარკეთილში, გლდანში.
  • თბილისში კეთდება ის, რაც არ მომხდარა აქამდე – კეთდება ქალაქის ახალი გეოგრაფია. აქმდე თბილისში იყო სნააპირო, რომელიც ააშენა ლავრენტი ბერიამ, მანამდე ვორონცოვმა ააშენა რუსთაველი და გააკეთა გოლოვინის პროსპექტი, უნდა ჩამოსულიყავი ცენტრში, გაგევლო და გასულიყავი ქალაქგარეთ. ახლათ იცით, რომ რკინიგზის გადატანის შემდეგ კეთდება ფაქტიურად ახალი სანაპირო , ახალი ავტობანი, რომელიც დაუკავშირდება კახეთის ავტობანს, კახეთის ავტობანი თავისთავად მიუერთდება რუსთავის გზატკეცილს, შემდეგ მიუერთდება მცხეთას და აღარ არსებობს გეოგრაფიული ცენტრი ძველი გაგებით. გლდანელი წავა პირდაპირ ვაზისუბანში, ვარკეთილელი პირდაპირ წავა მცხეთაში, მას არ მოუხდება აქ ჩამოსვლა, მას არ მოუხდება რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა.  დაიწყო მეტროს განახლება, ჩვენი მეტრომშენები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში აშენებდნენ მეტროიებს და როგორც იქნა ისინი გვიბრუნდებიან ჩვენ. თბილისი ხდება ქალაქი, რომელიც ხდება უფრო კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ასევე ხდება ქალაქი, რომლიტაც ვიამაყებთ ვიზუალურად და ესტეთიურად. ძველი, ცაოხრებული პლეხანოვი ემსგავსება პარიზს.
  • „გარაჟებს როცა ვანგრევდით გვიწყობდნენ რევოლუციებს, გვიწყობდნენ ქუცაში გამოსვლებს, მაგრამ ახლა ამ გარაჟების ნაცვლად დღეს მანქანას აღარავინ აღარ იპარავს და გარაჟის აუცილებლობა არა რის და გარაჟი უნდათ მხოლოდ იმისტვის, რომ იქ შეინახო მწნილი და კომბოსტო, მგონი, ეს არ არის საკმარისი მიზეზი. დღეს სამაგიეროდ საბავშვო მოედნებია ყველგან და ბავშვები თამაშობენ თავისუფლას. ყველა ეზო არის განათებული, ყველგან აყენია კამერები და არცერთი დანაშაული შეუმჩნეველი არ რჩება.
  • ახლა ვიყავი უნგრეთში და მითხრეს, რომ უნგრეთში დაპატიჟებულია ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და მათთვის ძალიან საინტერესოა ჩვენი გატარებული რეფორმები.
  • ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვქმნით, რა თქმა უნდა იწვევს ზოგიერთის ძალიან სერიოზულ გაღიზიანებას. ზოგეირთის არა, ჩვენ გვაქვს ფუფუნება ვუწოდოთ მისი იმპერიული სივრცის და მისი ხელმძღვანელის ბატონი პუტინის. საქმე იმაშია, რომ მე მასთან პიროვნული დაპირისპირება არ მქონია არასდროს, არც რამე პიროვნული შეუთავსებლობა არ მქონია.
  • ჩვენი ოცნებები დაეტაკა ერთმანეთს, მისი ოცნება იყო საბჭოთა კავშირის არდგენა და ამ სივრცის მარგალიტი იყო საქართველო, ჩვენი ოცნება იყო დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს აშენება. მე ყველაფერს გავაკეთებ რპომ არარასდროს დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი საქართველოში. მათი ოცნება არის ორიენტირებული წარსულზე.
  • ის, რომ ქუჩაში ვიღაცეები მასკარადებს გვიწყობენ, ეს არაფერი  გასაკვირი არ არის. საქართველოს ისტორიას ეს არ უკვირს. ისტორიულად, უმცროსი უფლისწული, როცა უფროს შვილს ერგო ტახტი, ან მთავარი ვეზირი, რომელსაც მეფე არ წყალობდა, ან რომელიღაც მხარის ფეოდალი, რომელსაც მთელი საქართველოს ჩაგდება უნდოდა ხელში და [ის] ყოველთვის გარბოდა ან სპარსეთში, ან ურდოში, ან პეტერბურგში, ან ოსმალთა იმპერიაში, სხვა ადგილებში და ყოველთვის ეუბნებოდა: მე ვარ ყველაზე მთავარი. ჩემთან დაიჭირეთ საქმე, ჩაგაბარებთ საქართველოს გაკოჭილს. ოღონდ მეტი თანამდებობა, ან მთავარი ვეზირის, მაინც მე მეკუთვნის. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ეს ყოველთვის იყო, ქართველების „დეჟავუ“.  ოღონდ განსხვავება ის არის, რომ თუ მათ შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ, როცა საქართველო მართლაც იყო დაყოფილი ფეოდალურ ნაწილებად, საათაბაგოებად, უბრალოდ, ნაწილებად, გათიშული ცალკე სამეგრელო, ცალკე იმერეთი, ცალკე თბილისი, ცალკე აფხაზეთი, ახლა ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფო. ამიტომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, არის „დეჟავუ“, მაგრამ ახლა რა მიზეზითაც ვაშენებთ ამ შენობებს, სწორედ ამ მიზეზით ვერაფერს ვერ გვიზამს ყველა ის ადამიანი.
  • მაგრამ მე გეტყვით რისთვის ჭირდებათ მათ ეს მასკარადები – ჯერ ერთი იმისთვის, რომ ვიღაცამ ტელევიზორში რომ დაინახოს, ამაში ფულს იხდიან. მეორე, ვიღაცამ გადადოს თავისი ვიზიტი, ვიღაცამ რომელიღაცა სასტუმრო არ ააშენოს. სავსეა აქაურობა ტურისტებით და ბოღმა აღრჩობთ. ერთ კაცს,[პუტინს] მას მიაჩნია, რომ ეს თავისია. რისი უფლებით ჩამოდიან ესენი ყველანი. და არ გადიან ფეესბეს მესაზღვრეების კონტროლს. რატომ ჩამოდიან და რატომ მიაჩნიათ, რომ საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა. ამიტომ ეს მასკარადები ჩემთვის შეიძლება ჩემთვის სასაცილო ოყოს, მაგრამ მათი გათვლა არის ძალიან კონკრეტული. რომ იქნებ როგორმე გვიპწკინონ იქ ბომბით, იქ ვიღაცის მოსყიდვით და რაიმე ცუდი სტატიის გამოქვეყნებით, იქ მასკარადების მოწყობით თბილისის რომელიმე ქუჩაზე, იქ რაღაცა ქვის სროლით, მაგრამ ერთი რაღაცა გამორჩათ:  ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, შესწავლილი გვაქვს და ჩვენ ეს ყველაფერი ვერ შეგვაჩერებს, რომ გაგრძელდეს დიდი აღმშენებლობა საქართველოში.
  • ჩვენი თაობა შევა ისტორიაში, როგორც დიდი აღმაშენებელი. არა ცალკე მიშა, ან გიგი აღმაშენებელი, ან ზაალ აღმაშენებელი, დათო ნინიძე, ყველაფერ ამის დამხატავი, დათო ნინიძე უფრო შეიძლება შევიდეს, მით უმეტეს თუ ხელს მოაჭრიან. მთელი თაობა, რომელმაც მონახა რესურსი ერთიანობის.  იმიტომ, რომ ჩვენ ხომ როგორ ვიყავით, ირანის ტახტზე, ფრანგი ისტორიკოსები წერენ, რომ ისეთი ძლიერი ჯგუფია ეს ქართველებიო, ისპაჰანი მათ ააშენეს, შაჰი ნახევრად ქართველი იყო, ბებია ყავდა, მთელი ფინანსები მათ ხელში იყო, ცოლები ქართველი ყავდათ, ყველაფერი ქართული იყო, ….. ჰოდა ეს ფრანგები წერენ, ეს ქართველები ისეთი ძლიერები არიან, რომ გაერთიანდნენო, ჯიბეში ეყოლებათ ირანიო. დააჩოქებენო, მაგრამ ეს ისეთი ხალხიაო, ვერასოდეს ვერ გაერთიანდებაო.
  • მახსოვს მიყვებოდა საშა ბესტამაშვილი, ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი ლონდონში, რომ იყო ემიგრანტების ერთ–ერთ შეკრებაზე უცხოეთში ბოლშვიზაციის შემდეგ.  ორჯერ შევესწარი ცემა–ტყეპას სხდომათა დარბაზშიო. რაღას იყოფდნენ, უკვე საქართველო დაკარგული ჰქონდათ, უკვე ბოლშევიკური ჯარი იყო. იქ ხოცავდნენ ერთმანეთს. ბოლოსდაბოლოს ილია ჭავჭავაძე მოკვდა ქართველის ხელით. ეს იყო ჩვენი ისტორია.
  • და უცებ, ყველა ამ ხალხისთვის მოულოდნელად, საქართველოში გამოჩნდა თაობა, გამოჩნდა ჯგუფი, სხვადასხვა წარმომავლობის, სხვათაშორის,  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იყოს ერთიანი, შეკრული, გვერდით გადადოს ყველანაირი განსხვავებები, თუ ასეთი არსებობს და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს განსხვავებები. სიტყვაზე, ვანო მერაბიშვილი არის სოფელ .. და ცხოვრებაში არ ვყოფილვარ იქ, ზურა ადეიშვილი არის სოფელ თისძირიდან და ამასწინათ ჩავიდნენ მისი სასახლის საძებნელად და ვერ იპოვეს, რადგან  ყველაზე ღარიბულ სახლში ცხოვრობს; მე და გიგის [უგულავა] დაახლოებით ერთი წარმომავლობა გვაქვს.  სხვადასხვა ხალხი ვართ, ჩვენ ანთროპოლოგია სხვა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ერთი სამშობლო. ერთი მისწრაფება. ჩვენ გვაქვს ერთი მომავალი. ეს არის მთავარი.
  • ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველაფერი ასე არის, რომ თარიღებს ვუძვნით, მართლაც ვუძღვნით 26 მაისს.
  • ჩვენ ხვალ– ზეგ ვხსნით მუზეუმებს, ეს უნიკალური ერია, რომელსაც ამდენი რამე გვაქვს გამოსაფენი. ასევე შემდეგ დღეებში გვაქვს დიდი გახსნები იმერეთში, აჭარაში, ქართლში, კახეთში. მოვა დრო, როცა ამას გავაგრძელებთ აფხაზეთში და სხვა ოკუპირებულ ადგილებში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *