ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი მიმართვას ავრცელებს

24 მაისი, 2011 • • 988
ირაკლი ოქრუაშვილი მიმართვას ავრცელებს

ირაკლი ოქრუაშვილი, ქართული პარტიის ლიდერი, დღეს მიმართვას ავრცელებს:”მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან”,–ნათქვამია მის მიმართვაში.

“ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ, 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ. მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!”,-ნათქვმია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი