ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

24 მაისი, 2011 • 1025
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ გააძლიერა პატრულირება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე  და ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფარგლებში გაზარდა თავისი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე“, ეს განცხადება სადამკვირვებლო მისიამ დღეს გაავრცელა.

„არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისიას აქვს რეგულარული კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოხატავს შეშფოთებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად ჩვენ ასევე დავუკავშირდით რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას “ცხელი ხაზის” მეშვეობით“, ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ქართველი სამართალდამცავები ცხინვალამდე 5 კილომეტრში არიან მობილიზებული

შეუძლია თუ არა ოქრუაშვილს, შემოვიდეს ცხინვალიდან[აუდიო]

მასალების გადაბეჭდვის წესი