ტორნადოს შედეგად მინეაპოლისში ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა და ასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის ჩრდილოეთში მცხოვრებ მოსახლეობას ტორნადო გუშინ, 22 მაისს, დღის 2 საათზე დაატყდა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა: დაინგრა საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ნაწილს სახურავი აქვს გადახდილი, დანგრეულია გარაჟები, ქუჩებში მოთხრილია ხეები, რომელთა ნაწილი სახლებს დაეცა, ნაწილი კი – მანქანებს.
ამჟამად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში, მოთხრილი ხეებისგან გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა. დაზარელებულ მოსახლეობას კერძო კომპანიები ჰუმანიტარული ტვირთით – სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარებიან.