ახალი ამბები

ქართველი სამართალდამცავები ცხინვალამდე 5 კილომეტრში არიან მობილიზებული

23 მაისი, 2011 • 1122
ქართველი სამართალდამცავები ცხინვალამდე  5 კილომეტრში არიან მობილიზებული

ცხინვალის საზღვართან, ქართულ სოფლებში, ქართველი სამართალდამცავები შევიდნენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს წყარომ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცავები ამჟამად საზღვრის პერიმეტრს ბაღებიდან აკონტროლებენ.

„სოფელში ლაპარაკობენ, რომ ისინი ირაკლი ოქრუაშვილს ელოდებიან. ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ისე, ასეთი უჭკუოა ოქრუაშვილი?“ „ჩვენს სოფლამდე რომ მოხვიდეთ, საქართველოს საგუშაგო უნდა გამოიარო. აქეთ არავინ არ აკონტროლებს და ახლა რატომ ატყდა ეს ამბავი, ვერ გავიგე“.

სოფელი, სადაც ჩვენი წყარო ცხოვრობს, ცხინვალამდე 5 კილომეტრში მდებარეობს.  მისი თქმით, აქამდე სოფელში ქართველი სამართალდამცავები არ პატრულირებდნენ: „ამას წინათ მშიერი რუსები გადმოვიდნენ, თევზი იყიდეს მაღაზიაში და წავიდნენ“.  ერთი  რუსული ბაზა  სოფლიდან დაახლოებით ერთ, მეორე კი 2 კილომეტრში მდებარეობს.

სოფლის მცხოვრებლები ყველაზე მეტად შეშფოთებულები  იმით არიან,  რომ „ბაზებში  „დიდი მოძრაობაა“.  „ახალგორიდან ტექნიკა მოდის. შუქი აქვთ ხოლმე ჩამქრალი და კარგად ვერ ვხედავ. ხმა მესმის მხოლოდ“.

თავდაცვის სამინისტრომ “ნეტგაზეთის” კითხვას ქართული სოფლების სიახლოვეს რუსი სამხედროებოს გადაადგილების შესახებ “არაადეკვატური” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი