ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტი აღლუმს ვერ ჩაიბარებს

23 მაისი, 2011 • 1024
ნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტი აღლუმს ვერ ჩაიბარებს

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

„პრეზიდენტს არ მივცემთ შესაძლებლობას, მშვიდად ჩაიბაროს აღლუმი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე.  ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს არის სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება  და ამისათვის აქციის მონაწილეებმა 25 მაისს, 12 საათზე, უნდა გადაინაცვლონ თავისუფლების მოედანზე. მანამდე კი აქციები გაგრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

შეგახსენებთ, 25 მაისს „ქართულ პარტიასაც“ აქვს დაგეგმილი აქცია ავლაბრის რეზიდენციასთან.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საიდუმლო წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ ქართულმა ჯარმა უარი უთხრა სააკაშვილს,  სათანადო შემთხვევაში, ხელი აღმართოს ქართველ ხალხზე. მე ეჭვი არ მეპარებოდა, ჩვენი ჯარისკაცები ხელს არ აღმართავდნენ საკუთარ ხალხზე“.

ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებას 2003 წლის შემდეგ. ჩვენ მოვიპოვეთ პირველი არხის ეთერი. ჩვენ მოვიპოვეთ წარმატება ზონდებრიგადების და სპეცნაზის წინააღმდეგ. ჩვენ გავუძელით იმ შემოტევას, რომელიც იყო ბათუმსა და თბილისში.



Nino Burjanadze | Musicians Available

მასალების გადაბეჭდვის წესი