ახალი ამბები

შსს-ს სპეციალური განცხადება

22 მაისი, 2011 • • 1172
შსს-ს სპეციალური განცხადება

დღეს, დილის რვა საათზე, მომიტინგებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

”22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის  სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას,  ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.
დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის უტარდებათ სამედიცინო დახმარება.”

განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა,რომელიც შეტაკების კადრებს ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი