ახალი ამბები

დაპირისპირება ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის[video]

23 მაისი, 2011 • • 1185
დაპირისპირება ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის[video]

 

დღეს დილით თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, დაპირისპირება მოხდა itv-ს ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ჟურნალისტები აქციის მონაწილეებისგან ლანძღვა-გინების შეწყვეტას მოითხოვდნენ, აქციის მონაწილეები მათგან ამბების “ობიექტურად ასახვას.” “აგენტები, მოგზავნილები, ძუკნები” – ასეთი ეპიტეთებს ეუბნებოდნენ “სახალხო კრების” აქტივისტები ჟურნალისტებს. კოსტავას გამზირზე “სახალხო მოძრაობის” ლიდერთაგან მხოლოდ ირაკლი ბათიაშილი იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა სწორედ მას მოსთხოვეს აქტივისტების დაწყნარება და “მეტი პატივისცემა.”

“ძალიან ცუდია, თუ ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა,”- თქვა ირაკლი ბათიაშვილმა, იქვე კი აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ჟურნალისტებისგან თავი შორს დაიჭირონ, მათ არ ეკონტაქტონ. ირაკლი ბათიაშილმა ჟურნალისტთა ნაწილს “შსს-ს პაგონებიანი თანამშრომლები” და “მოგზავნილი პროვოკატორები უწოდა. ჟურნალისტებსა და კოსტავას გამზირზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით, 03:00 საათზეც, მოხდა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ხვალიდან ჟურნალისტები აქციის გაშუქებას აკრედიტაციის გარეშე ვერ შეძლებდნენ. მოგვიანებით, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის განცხადება  ემოციური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი