ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძემ ნეტგაზეთის ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა

23 მაისი, 2011 • • 1103
ნინო ბურჯანაძემ ნეტგაზეთის ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა

“სახალხო კრების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოსტავას ქუჩაზე, სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტს თაზო კუპრეიშვილს 22 მაისს გვიან ღამით შეხვდა და ბოდიში მოუხადა.

კუპრეიშვილს 22 მაისს, გამთენიისას, აქციის დროს, ბურჯანაძის შვილმა მუცელში ჯოხი ჩაარტყა. „მინდა გითხრა, რომ ძალიან ცუდად მოქცეულა[ანზორ ბიწაძე]. თვითონ თქვა, რომ შეიძლება რაღაც მაგდაგვარი მოხდაო, მეგონა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყოო. მე მივალ და პირადად ბოდიშს მოვუხდიო. მე, სხვათა შორის,  იმავე წუთს ვუსაყვედურე, როცა შევამჩნიე,  რომ უხეშად მოიქცა. მას  ჟურნალისტებისადმი ცოტა აგრესია აქვს. ჟურნალისტები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, არ გაგიკვირდეთ.  მე პირადად  გიხდი ბოდიშს და თვითონაც  [ანზორ ბიწაძე] რომ გნახავს, მოგიხდის ბოდიშს. მან იცის, რომ პოლიტიკოსის შვილია და რაღაცეები უნდა მოითმინოს“, – უთხრა ბურჯანაძემ ნეტგაზეთის ჟურნალისტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი