ახალი ამბები

დღეს ქარტიის საბჭო „ბათუმელების“ ჟურნალისტის საქმეს განიხილავს

23 მაისი, 2011 • 1204
დღეს ქარტიის საბჭო „ბათუმელების“ ჟურნალისტის საქმეს განიხილავს

დღეს,  12 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე ქარტიის საბჭო  განიხილავს  თამარ ჩხეიძის საჩივარს ქარტიის საბჭოს წევრის, გაზეთ „ბათუმელების”  ჟურნალისტის – ემზარ დიასამიძის მიმართ.

განცხადება ეხება გაზეთ „ბათუმელებში” და შემდეგ მის ონლაინ გამოცემა „ნერტგაზეთში” გამოქვეყნებულ სტატიას „სასჯელი მასტურბაციისთვის”.

საბჭოს სამი წევრი – გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე და ნეტგაზეთის რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი– საქმის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სხდომა ღიაა  და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებული პირს შეუძლია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დაფუძნდა. საბჭოს თავმჯდომარე ამჟამად ზვიად ქორიძეა, რომელიც ქარტიის წევრებმა აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი