“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.
მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშილს რესპუბლიკელები ხვდებიან.
რუსთავი 2-ის ცნობით, შეხვედრაზე ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი და პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
პრემიერ-მინისტრისა და რესპუბლიკელების შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე იყო ჩანიშნული.
პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრა “დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით” გაიმართება.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის: