პარლამენტის წინ წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დღეს, 14.00 საათზე, ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ .
ამჟამად პარლამეტთან ექვსი ადვოკატი მართავს აქციას. მათი თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების საპროტესტო აქციაზე წუხელ, დაახლოებით 02:30 საათზე, ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა თხელი პლედები და მუყაოს ქაღალდები მიიტანეს, რის შემდეგაც 50-მდე პოლიციელი მივიდა და პლედები წაართვა. სხვა ნივთები კი პოლიციელებმა ადვოკატების მანქანიდან ამოიღეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, რადგან წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ: “აზრი არ ჰქონდა”.
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას.
აქცია თბილისში, პარლამეტის შენობის წინ, გუშინ დაიწყო.
ადვოკატების აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას, პატიმართა და ადვოკატთა უფლებების დაცვას, ასევე მოსამართლეთა ნაწილის გასამართლებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:





