ახალი ამბები

წყალმომარაგება საღამოს 8 საათისთვის სრულად აღდგება

16 მაისი, 2011 • 904
წყალმომარაგება საღამოს 8 საათისთვის სრულად აღდგება

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”ტექნიკური დირექტორი, ომარ გოცირიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ წყალმომარაგების პრობლემა გლდანის, ნაძალადევისა და თემქის გარდა ყველგან მოხსნილია.

„უკვე სტაბილურდება მდგომარეობა. ვფიქრობ,  საღამოს 8 საათიდან პრობლემა დარჩენილ უბნებშიც გამოსწორდება. რაც შეეხება, ვაკე–საბურთალოს, იქ უკვე სრულად აღდგენილია“,–ამბობს გოცირიძე.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმებისა და მდინარე არაგვის ადიდების გამო ბოლო დღეებში პრობლემები შეექმნა კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას, რამაც გამოიწვია პრობლემები თბილისის წყალმომარაგების სისტემაში. ამი მიზეზით დედაქალაქის მაღალ ნიშნულზე მდებარე უბნებს წყალი არ მიეწოდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი