პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 2 მარტს, ხელი მოაწერასასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ” განკარგულებას, რითაც შეიწყალა 155 მსჯავრდებული, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში იმყოფებიან.

“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად, შეწყალებულია 155 მსჯავდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს“, – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი