ახალი ამბები

სტუდია „მონიტორი“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაციას გამართავს

13 მაისი, 2011 • 1048
სტუდია „მონიტორი“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაციას გამართავს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტუდია “მონიტორის” ახალი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.

გამოძიებაში საქმე  ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობების შეფარდების მაღალ მაჩვენებელსა და დაუსაბუთებლად შეფარდებულ წინასწარ პატიმრობებს. რაზეც  სტრასბურგის სასამართლომ ამის შესახებ  საქართველოს არაერთხელ მიუთითა.

სტუდია „მონიტორის“ ცნობით, „ქართული სასამართლო წინასწარ პატიმრობების ვადასაც დაუსაბუთებლად აგრძელებს და თითქმის არასდროს მსჯელობს უფრო მსუბუქი, ალტერნატიული ღონისძიების გამოყენებაზე“.

გადავსებული ციხეები, დაუსაბუთებლად შეფარდებული გირაო, რომელიც მოქალაქეს უკან არ უბრუნდება – ეს და სხვა დეტალებია  ასახული სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 16.00 საათზე, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი