ახალი ამბები

შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

11 მაისი, 2011 • 2628
შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა
შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა. ზღვის დაბინძურება სანიაღვრე არხის მეშვეობით მოხდა, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე მდებარე მშენებლობიდან ზღვას უერთდება. თვითმხილველების თქმით, შენობაში, რომლის დემონტაჟიც რამდენიმე თვის წინ მოხდა, საქვაბეები იყო განთავსებული და ნავთობი შესაძლოა ძველ მილებში ყოფილიყო  დარჩენილი.

ადგილზე მოსულმა შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ზღვის ნავთობით დაბინძურების შესახებ შემთხვევით გაიგეს და აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციას მიმართეს, თუმცა უახლოესი ერთი საათის მანძილზე სიტუაციის შესასწავლად ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის ჯგუფი არ გამოსულა, ზღვის ზედაპირის ნავთობის გაწმენდას კი შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის მცირე კატარღა ახორციელებლდა. როგორც სამსახურის თანამშრომლებმა  განაცხადეს, ჯერ-ჯერობით არა აქვთ ინფორმაცია, ზღვის ნავთობით დაბინძურების ხარისხის   შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი