ახალი ამბები

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

1 მარტი, 2016 • 1587
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

თბილისის მეტრის თანამშრომლებმა დღეს, 1 მარტს აქცია გამართეს და  შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება მოითხოვეს. იმ შემთხვევაში, თუკი მერია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან, რაზეც წინასწარ უხდიან ბოდიშს მოსახლეობას.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან განმარტავენ, რომ მათ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშორებით უკვე შეტანილი აქვთ განცხადება და 21 დღის შემდეგ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, გაფიცვას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ღამის 22:000დან 06:00–მდე მუშაობის პერიოდი განსხვავევული ტარიფით აუნაზღაურდეთ. ისინი მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროსაც და აცხადებენ, რომ საქმეში მედიაციის სამსახური ჩართონ.

დავით ნარმანია უკვე გამოეხმაურა გაფიცულების მოთხოვნებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის რესურსი არ არის:

„მერიას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი