პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაიბარეს. ამ წუთებში პოლიციელებს ქვეყნის პირველი პირი მიმართავს სიტყვით.
“მზე გამოჩნდა დღეს ბათუმის ახალ ბულვარზე, თქვენ გააკეთეთ აქ მზე, თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ აქაურობა, ისევე როგორც – თქვენი ყოფნით, თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით უკვე რამდენიმე წელია ასხივებთ საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადაცემთ რეგიონის სხვა ქვეყნებს და გადაჭარბების გარეშე – მთელ მსოფლიოს”, – განაცხადა მიხეილ საააკშვილმა.
მისივე თქმით, პოლიციის რეფორმა იყო პირველი და “მშობელი ყველა სხვა რეფორმის” საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რის შემდეგაც საქართველოს გახდა “მსოფლიოს ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან მსოფლიოში”.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეფორმების შედეგია, რომ “დღევანდელ პოლიციას საზოგადოება ეკიდება სიყვარულით და მოწიწებით”.





