ახალი ამბები

პროკურატურის ანონსი კიდევ ერთი კორუფციული სქემის გაშიფვრის შესახებ

5 მაისი, 2011 • 1082
პროკურატურის ანონსი კიდევ ერთი კორუფციული სქემის გაშიფვრის შესახებ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაშიფრა. ტელეარხის ცნობით, საუბარია ქართულ და ცნობილ უცხოურ კომპანიებს შორის ფარულ გარიგებებზე, რის შედეგადაც ბიუჯეტს 660 ათასი ლარისზარალი მიადგა.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროკურატურა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას 15:00 საათზე გაახმაურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი