ახალი ამბები

მოსწავლე ტერაქტის შესახებ ცრუ ინფორმაციისთვის პირობით სასჯელს მოიხდის

5 მაისი, 2011 • 950
მოსწავლე ტერაქტის შესახებ ცრუ ინფორმაციისთვის პირობით სასჯელს მოიხდის

პროგრამის „საუბარი ვლადიმერ პუტინთან“ ოპერატორისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ დაღესნტელი 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონასთვის სასჯელის მიზეზი გახდა, – წერს სააგენტო რია–ნოვოსტი, დაღესტნის პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დაღესტნის ერთ–ერთი სოფლის სკოლის მოსწავლემ 14 დეკემბერს საკუთარი სახლიდან აღნიშნული პროგრამის რედაქციაში დარეკა და ოპერატორს მოსკოვის მხარეში დაგეგემილი ტერორისტული აქტის შესახებ შეატყობინა, – აღნიშნულია პროკურატურის შეტყობინებაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მილიციამ კანონმდებლობის შესაბამისად საქმე ტეროტრისტული აქტის ცრუ განგაშის მუხლით აღძრა. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური პატიმრობის ზღვარი სამი წელიწადია. თუმც, სასამართლომ მას პირობითი ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი