ახალი ამბები

კომიტეტის სხდომაზე სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ

29 თებერვალი, 2016 • 1125
კომიტეტის სხდომაზე სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის “მე და საზოგადოების” დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის თაობაზე მსჯელობენ. სხდომას ესწრებიან დეპუტატები, ასევე- ლევან ვასაძე, ჯონდი ბაღათურია, სოსო მანჯავიძე და სასულიერო პირები. ახალი საგნის შესახებ ინფორმაცია მხარეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მიაწოდა:

“პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ  ჩვენ საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლა დავიწყოთ უფრო დაბალი კლასებიდან, ვიდრე ვიწყებდით. მესამე და მეოთხე კლასში იქნება საგანი “მე და საზოგადოება”, ან ის, რასაც დავარქმევთ, საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების ინტეგრირებული კურსი წავა,  ხოლო “ჩემი საქართველო” რჩება მეხუთე და მეექვსე კლასში,”- განაცხადა გიგაურმა.

 

WIN_20160229_013041

 

მასალების გადაბეჭდვის წესი