იმერეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი 3 მოსწავლე გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

141-ე მუხლი “ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან” ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

სხვა დეტალების შესახებ შსს არ საუბრობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *