თავის ყოველწლიურ რეიტინგში ამერიკულმა ფორბსმა მოგების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კომპანიების ნუსხა გამოაქვეყნა.
ფორბსის სიაში 500 –ზე მეტი აშშ–ს, 300–მდე იაპონური, 100–ზე მეტი ჩინური, 100–ზე ნაკლები კანადური და სამხრეთ კორეული კომპანიები მოხვდნენ.
რეიტინგის პირველ ნომერი უკვე მეორე წელია ბანკი JPMorgan Chase–ია. მისმა მოგებამ გასულ წელს 17.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე ბრიტანული ბანკი HSBC–ია.
შემდეგ პოზიციებზეა ნავთობკომპანიები: ExxonMobil, ჰოლანდიური Shell და ჩინური PetroChina.
აღნიშნულ სიაში 26 რუსული კომპანიაა. პირველ ასეულში „გაზპრომი“(მე–15 ადგილი), “ლუკოილი” (71–ე ადგილი) და „როსნეფტი“ (77–ე ადგილი) მოხვდნენ.
.