ახალი ამბები

პროტესტი ბათუმის ბულვარში

22 აპრილი, 2011 • 1132
პროტესტი  ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში  დღეს 100–მდე მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბათუმელებს, მონაწილეობა მიიღონ ხვალ დაგეგმილ საპროტეტსო აქციაში.

სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა ბათუმის ბულვარში ხეების გაჩეხვას.ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 4500 კვარდრატული მეტრის ფართობი სამი დღის წინ, ღამით, შემოღობეს. „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია, შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” ამ ადგილას „ბათუმი ბიზნეს თაუერის“ მშნებლობას გეგმავს.

„გვესმის, რომ აღდგომის დღესასწაულის წინ რთული იქნება დროის გამონახვა, მაგრამ აქციაზე თქვენი დასწრება იქნება იმის ნიშანი, რომ ბათუმში ცხოვრობენ მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ და სურთ საკუთარი აზრის გამოხატვა და ქალაქის დაცვა“– ამ შინაარსის მოწოდება გუშინ გაავრცელეს ბათუმში აქციის ორგანიზატორმა მოქალაქეებმა.

„ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 4500 კვარდრატული მეტრის ფართობი შემოღობილია. აპირებენ მრავალსართულიანი სახლის აშენებას. იჭრება ასწლოვანი ხეები, ბათუმი კარგავს ბულვარის ნაწილს“– ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის ბულვარის გაშენება 130 წლის წინათ დაიწყო. ბათუმის მაშინდელმა მოსახლეობამ ფული შეაგროვა,  ბულვარის ამჟამინდელი ტერიტორია რუსი გენერლის ქვრივისგან შეისყიდა და ბულვარი გააშენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი