ახალი ამბები

”მოცეკვავე მედვედევის” კლიპს რუსეთის პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა

20 აპრილი, 2011 • 1059
”მოცეკვავე მედვედევის” კლიპს რუსეთის პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვიდეოკლიპი, რომელიც Youtube-ზე გამოჩნდა და რომელშიც ის ცეკვავს, თანაკურსელების ერთ-ერთი თავყრილობის დროსაა გადაღებული.

ერთ-ერთმა ბლოგერმა Halfblood Uliss-მა Twitter-ზე მიმართა მედვედევს: ”თქვენ მამაჩემის მსგავსად ცეკვავთ! ამ დილიდან შესანიშნავ განწყობაზე ვარ თქვენი ვიდეოს წყალობით :)”

”ასაკით, როგორც ჩანს, ასეა)). ვერთობით ერთი წლის წინ თანაკურსელებთან შეხვედრის დროს. ცეკვები/მუსიკა – ისეთივეა, წარსულს რომ შეესაბამება )”, – უპასუხა მას თავის მიკრობლოგზე მედვედევმა.

Youtube-ზე დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეოკლიპი ოთხშაბათს გამოჩნდა, რომელზეც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედვედევი, ცეკვავს ჯგუფ ”კომბინაციის” 1990-ანი წლების ჰიტზე ”American boy”.

მასალების გადაბეჭდვის წესი