ახალი ამბები

ლავროვი აფხაზეთში

26 აპრილი, 2011 • 990
ლავროვი აფხაზეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს თავისი ოფიციალური ვიზიტი აფხეზეთში 1992–1993 წლებში საქართველო–აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემეორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო, –ავრცელებს ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აფხაზეთის პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბასთან ერთად სანაპიროზე ერთ–ერთ კვების ობიექტში ყავა დალია. შემდეგ კი  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რიგ ქვეყანათაშორის შეთანხმებებს  მოაწერა ხელი.

სერგეი ლავროვი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, როგორც სააგენტო იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებს. კონკეტულად კი, „აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ.  პრეზიდენტების გარდა, სერგეი ლავროვი სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდება. ასევე ხელი მოწერება რიგ ქვეყანათშორის საინფორმაციო–კულტურული ცენტრების მუშაობის პირობებს აფხაზეთში. შეთახმებები კულტურის, განათლების სფეროში–რუსული ენის შესწავლას შეეხება, რაც დამატებითი იმპულსს შესძენს ორმხირვ ურთიერთობებს.“–აღნშნულია ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი