ახალი ამბები

“ვაგზლის მოედნიდან” მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს {video}

15 აპრილი, 2011 • 994
“ვაგზლის მოედნიდან” მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს {video}

ამ წუთებში მეტროსაგურ “ვაგზლის მოედნის” ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, მეტროსადგურში უცნობმა პირმა თეთრი ფერის, ბურთის ფორმის, ქაღალდებში გახვეული ნივთი დააგდო და გაიქცა, რის შემდეგაც მეტროსადგურის დაცვის პოლიციამ მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.

ჩაიკეტა ვაგზლის ტერიტორიაზე ამოსასვლელი ექსკალატორი, მგზავრები “ბავშვთა სამყაროსკენ” გასასვლელით გაყავდათ მეტროსადგურიდან.

ჯერ–ჯერობით უცნობია, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მეტროსადგურში უცნობი პირის მიერ დაგდებულ ნივთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. მეტროსადგურთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები. სამართალდამცავების მითითებით, ოფისებიდან თანამშრომლები გაიყვანეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ვაგზლის მეტროს შენობაში არიან განთავსებულები.

სამართალდამცავების თქმით, მეტრსადგურში მგზავრთა გადაყვანის პროცესი დაახლოებით სამი საათის შემდეგ აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი