ნეტგაზეთი | გალტ & თაგარტის ახალი მაკროპორტალი, რომელიც რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს გალტ & თაგარტის ახალი მაკროპორტალი, რომელიც რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს – Netgazeti
RU | GE  

გალტ & თაგარტის ახალი მაკროპორტალი, რომელიც რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს

“გალტ & თაგარტმა” ელექტრონული მაკროპორტალი გაუშვა, რომელიც რეგიონის 12 ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოიცავს.

მაკროპორტალზე თავმოყრილია საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები: მშპ, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, მიმდინარე ანგარიში, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ქვეყნის ბიუჯეტის და სხვა პარამეტრები (როგორც მიმდინარე მონაცემები, ისე წინა წლების სტატისტიკა). ასევე მოცემულია თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა.

„თანამედროვე მსოფლიოში, თითოეული ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით მის სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული ინფორმირებულობა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა გალტ & თაგარტის მაკროპორტალი, რომელიც არის ინფორმაციული პლატფორმა ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც ერთ გვერდზეა თავმოყრილი რეგიონის 12 ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი. მაკროპორტალზე განთავსებული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება სხვადასხვა სექტორში მომუშავე კერძო კომპანიებს, ასევე, რეგიონით დაინტერესებულ არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს,“- განაცხადა  გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

გალტ&თაგარტის მაკროპორტალი შეგიძლიათ იხილოთ: http://galtandtaggart.com/main/portalcountries/

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი