ახალი ამბები

თბილისის მერიაში სტრუქტურული ოპტიმიზაცია მიმდინარეობს

24 თებერვალი, 2016 • 1067
თბილისის მერიაში სტრუქტურული ოპტიმიზაცია მიმდინარეობს

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერიაში დაიწყო რესტრუქტურიზაციის პროცესი, რის შესახებაც თბილისის მთავრობის გეგმის საზოგადოებისთვის წარმოდგენა მოადგილეებს დაავალა.

მისი განცხადებით, ამ პროცესში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 4 შპს უკვე გაერთიანდა. კერძოდ, თბილსერვისს ჯგუფს” შეერწყა “უძრავი ქონება – თბილისი”, “თბილისის პარკები” და “სინათლის ქალაქი”, ასევე “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” უფლებამოსილება გადავიდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში.

“თბილისის მერიაში დაწყებილია სტრუქტურული ოპტიმიზაციის საკითხები, რაც გულისხმობს ცალკეული სამსახურების შერწყმას, როგორც მთავრობის წინა სხდომაზე მოგეწოდათ ინფორმაცია, 4 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მუნიციპალური საკუთრების იყო, შეირწყა. პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ იმისათვის, რომ საზოგადოებას დროული და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვავალებ ჩემს მოადგილეებს, რომ გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და და რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, მივაწოდოთ საზოგადოებას,”– განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ეს ცვლილებები ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და საკადრო რესურსების ეფექტურად გადანაწილების მიზნით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი