ახალი ამბები

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ გოგონების გატაცებისთვის უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ

24 თებერვალი, 2016 • 1268
ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ გოგონების გატაცებისთვის უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ

ქალთა მოძრაობა არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტს ეხმიანება.

“მოვითხოვთ ს.ბ-ს საქმის ობიექტურ გამოძიებას. აუცილებელია სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა გამოჩინონ და თავიდან აიცილონ ს.ბ-ზე და მის ოჯახზე დამნაშავეების მხრიდან ზეწოლა. გოგონებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ყველა შემთხვევა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, რათა შეწყდეს გოგონებზე ძალადობის ეს მავნე პრაქტიკა”, – ავრცელებს განცხადებას “ქალთა მოძრაობა”.

აქვე ნათქვამია, რომ 2015 წელს ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის 20 შემთხვევა და იძულებითი ქორწინების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობროვი კავშირის 179 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

“ამ შემთხვევების უმრავლესობაში მსხვერპლი არასწრულწლოვანი გოგონებია. მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანი გოგონების უფლებრივი მდგომარება უკიდურესად მძიმეა საქართველოში, სახელმწიფოს რეაგირება კი, არასაკმარისი და სუსტი.

ხშირად გატაცების შემთხვევაში გამოძიება წყდება, ვინაიდან გატაცებულ გოგონაზე მოძალადის მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგადაც გოგონა ამბობს, რომ ნებაყოფლობით შევიდა ქორწინებაში და უკანონო თავისუფლების აღკვეთა არ მომხდარა”.

შსს-ს დღეს, 24 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ქორწინების მიზნით გოგონას გატაცების ბრალდებით პირი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი