ნეტგაზეთი | NDI-ის პოლიტიკური გარემოს კვლევა საქართველოში NDI-ის პოლიტიკური გარემოს კვლევა საქართველოში – Netgazeti
RU | GE  

NDI-ის პოლიტიკური გარემოს კვლევა საქართველოში

კითხვაზე, არის თუ არა დემოკრატია საქართველოში, NDI-ის კვლევის თანახმად, 44% პასუხობს, რომ არ არის, 17%–ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, არის თუ არა დემოკრატია საქართველოში, NDI-ის კვლევის თანახმად, 44% პასუხობს, რომ არ არის; 39% ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია; 17%–ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ 2011 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებას სამი მთავარი პრიორიტეტი აქვს: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობა.

გამოკითხულთა 61%–ს პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნა მიაჩნია, 39%–ს – ფასების ზრდა, 38%–ს – ტერიტორიული მთლიანობა. ამასთანავე, გამოკითხულების 55% ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ, 62%–ის აზრით – საკმარისად არ საუბრობენ ფასების ზრდაზე.

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ საქართველოს პოლიტიკური გარემოს კვლევა 2011 წლის 4 მარტიდან 17 მარტამდე ჩატარდა. გამოიკითხა 2893 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით.

 

ჩამოტვირთეთ კვლევა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge