ახალი ამბები

რას სთავაზობს ოპოზიციური “რვიანი” ხელისუფლებას

5 აპრილი, 2011 • 932
რას სთავაზობს ოპოზიციური “რვიანი” ხელისუფლებას

ოპოზიციური „რვიანი“, როგორც ამბობს, ხელისუფლებას პარლამენტის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესელბად საარჩევნო სისტემის გერმანული ვარიანტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მიღებული მანდატების პროცენტულობა არჩევნებში მიღებული ხმების თანაბარი იქნება.

„მაგალითად, თუ მივიღე 40 %, მაშინ ამავე რაოდენობის მანდატი უნდა მივიღო. ანუ 150 ადგილის 40 %. ეს რაოდენობა შეივსება პირველ რიგში იმ მაჟორიტარებით, რომლებმაც გაიმარჯვეს.

აი, თბილისში ბოლო არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 52 % პროპორციულში. სულ 50 მანდატი იყო საკრებულოში, აქედან 25 პროპორციული, 25 მაჟორიტარული, მან მოიგო 25 –ივე ოლქი. ანუ, 25 ოლქის მანდატებიც წაიღო და მეორე 25 –ის 52 %–იც. ჯამში 80 % მოუგროვდა. მაშინ, როცა მხარდაჭერა ქონდა 52 %. ჩვენ მიერ შეთავაზებულ ვარიანტის მიხედვით კი, 25–ს აიღებდა, ეს არის 50 პროცენტი და დარჩენილი 2 %–ის საფასურად კიდევ ერთ ადგილს. სულ აიღებდა 26 მანდატს და 24 დანარჩენებზე გადანაწილდებოდა“, –ხსნის ოპოზიციური „რვიანის“ წევრი მამუკა კაციტაძე.

ოპოზიციური „რვიანი“, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აღნიშნულ საკითხებზე პროცესის ყველა მონაწილესთან ინდივიდუალური კონსულტაციების გასამართად მზადაა.

ამავე თემაზე:

ოპოზიციური „რვიანი“: კომპრომისი გამორიცხულია

ოპოზიციური „რვიანი“ კონტრშეტევისთვის ემზადება

„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

არჩევნების ბიომეტრია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი