ახალი ამბები

ოპოზიციური „რვიანი“: კომპრომისი გამორიცხულია

5 აპრილი, 2011 • 993
ოპოზიციური „რვიანი“: კომპრომისი გამორიცხულია

„ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის შედგენის საკითხში ხელისუფლებასთან რაიმე სახის კომპრომისი გამორიცხულია“, –განაცხადა ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენელმა და „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ ოპოზიციური „რვიანის“ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

მამუკა კაციტაძე ბიომეტრული მონაცემებით ამომრჩეველთა მხოლოდ თბილისში აღრიცხვის კატეგორიული წინააღმდეგია.

„თბილისში საქართველოს ამომრჩეველთა 27%–ია მხოლოდ. ხელისუფლება გვთავაზობს მხოლოდ ეს 27% გავწმინდოთ და დანარჩენი ისევ დაბინძურებულად დავტოვოთ. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ავკრძალოთ კონტრაბანდა საქრთველოს ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, გარდა – ორი პუნქტისა. ჯამში, აიკრძალება კონტრაბანდა, თუ ორი პუნქტი თავისუფალი დარჩა? თუ კრძალავ, ან სრულად უნდა აკრძალო, ან არ უნდა აკრძალო საერთოდ. ეს არის სერიოზული ხვრელების დატოვება იმისთვის, რომ დააბინძურო ამომრჩეველთა სია, რაც შემდგომ ჯამურად მოახდენს გავლენას. რაც შეეხება ფინანსებს, მოსწრებადობას და ა.შ. ეს ყველაფრი თითიდან გამოწოვილია. ერთი კვირის წინ ინდოეთში დამთავრდა ბიომეტრული მონაცემებით ამომრჩეველთა აღრიცხვა. 1 მილიარდ 200 მილიონი აღირიცხა 11 თვეში ბიომეტრული მოანაცემით. ჩვენ კი, საწყალი 3 მილიონი ვართ და წინ წელიწადნახევარი გვაქვს.

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიციური „რვიანი“ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან კომპრომისს ვერ მიაღწევს, მამუკა კაციტაძე პასუხობს, რომ „რვიანი“ მიზნის მისაღწევად ბრძოლას ყველა მეთოდით და ყველა ხერხით გააგრძელებს.

 

ამავე თემაზე:

ოპოზიციური „რვიანი“ კონტრშეტევისთვის ემზადება

„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

არჩევნების ბიომეტრია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი