ახალი ამბები

რუსეთში იაპონიიდან შესული პირველი რადიაციული ავტომობილი დააკავეს

5 აპრილი, 2011 • 907
რუსეთში იაპონიიდან შესული პირველი რადიაციული  ავტომობილი დააკავეს

ვლადივოსტოკელმა მებაჟეებმა იაპონიიდან იმ ავტომობილის შეყვანის ფაქტი აღკვეთეს, რომელზეც რადიაციის გადამეტებული ფონი დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო “იტარ ტასი” რუსეთის საბაჟო სამმართველოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საბაჟო სამმართველოში აცხადებენ, ავტომანქანების დათვალიერებისას, რომლებიც იაპონიიდან გემით შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე, აღმოაჩენილი იქნა Toyota Vitz–ის მარკის მანქანა, რომლის სხვადასხვა ნაწილზე ნორმაზე 3–6–ჯერ მეტი რადიაციული ფონი დაფიქსირდა.

რუსეთის საბაჟო სამსახურებმა 16 მარტიდან გაამკაცრეს იმ ტვირთების რადიაციული კონტროლი, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო და საზღვაო გზით შედის იაპონიიდან. განსაკუთღებულ შემთხვევათა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ჯერჯერობით ნორმის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი