ახალი ამბები

”სახალხო კრებამ” ახალი მოძრაობა დააფუძნა

4 აპრილი, 2011 • 922
”სახალხო კრებამ” ახალი მოძრაობა დააფუძნა

”სახალხო კრებამ” სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი მოძრაობა – ”სამართალი მოდის!” დააფუძნა. მოძრაობა ხალისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აღწერს.

მოძრაობის  პრეზენტაცია აქციის სახით დღეს უზენაეს სასამართლოსთან გაიმართა. მას სათავეში შალვა ოგბაიძე ჩაუდგება. მისი განცხადებით, აქციის მიზანია თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონობისა და დანაშაულის აღწერა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი სახალხო კრება მათ პირველ დავალებად სწორედ ამ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაავალებს. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მათი უფლებების დარღვევების შესახებ აცნობონ, გახსნილია ცხელი ხაზიც.

გარდა ამისა, მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო კრების ახალგაზრდულ მოძრაობასთან, მოძრაობა ”არა” – სთან და იურისტებთან ერთად დაიწყებენ დამნაშავე ჩინოვნიკების მხილების აქციებს. კონკრეტულად როგორ, ამას არ ამხელენ, თუმცა გვპირდებიან, რომ მალე გავიგებთ.

”სამართალი მოდის” მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დამნაშავე ჩინოვნიკს ამხელს და პირდებიან, რომ ყოველ კონკრეტულ საქმეს კონკრეტული რეაგირება მოჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი