ახალი ამბები

ნარმანია მერიის ყოფილი თანამშრომლის დაფინანსებაზე: ამით ქვეყანა არ დაქცეულა

20 თებერვალი, 2016 •
ნარმანია მერიის ყოფილი თანამშრომლის დაფინანსებაზე: ამით ქვეყანა არ დაქცეულა

“შეცდომები მოსდის იმას, ვინც მუშაობს და ბევრს აკეთებს. მთავარია, რომ ამით ქვეყანა არ დაქცეულა, რაღაც სასწაული არ მომხდარა,”– განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მისი ყოფილი თანამშრომლისა და პროკურორის შვილისთვის საფრანგეთში სწავლის საფასურის დაფინანსებაზე.

საუბრია პარიზი სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, თბილისის  ბიუჯეტიდან მისთვის 5 400 ლარის გამოყოფაზე. მოგგვიანებით თბილისის მერიამ განმარტა, რომ მერის ყოფილი თანამშრომლისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დავით ნარმანია შეცდომაშ შეიყვანეს. მერიის განცხადებით, ეს კონკრეტული თანამშრომელი ამის გამო თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 20 თებერვალს ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მართლაც არ ყოფილა გადამოწმებული, იყო თუ არა ეს თანამშრომელი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან:

“შეუძლებელია, ქალაქის მერმა გადაამოწმოს ყველა დოკუმენტი დეტალურად, რასაც ხელს აწერს. დღის განმავლობაშ 100–ზე მეტ სხვადასხვა დოკუმენტს ვაწერ ხელს. სწპრედ ამიტომაც, პასუხის,მგებლობები განაწილებულია შესაბამისი რანგების მიხედვით, რომ ყველა, ვისაც დოკუმენტაციასთან აქვს შეხება, მოამზადოს დოკუმენტაცია მაქსიმალური სიზუსტით. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს ოჯახი შეჭირვებული არ ყოფილა და შესაბამისად, ამის გადამოწმება იყო აუცილებელი, რაც არ მოხდა. ეს არის, ჩვენი აზრით, გადაცდომა, სწორედ ამიტომ გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები,”– განაცხადა ნარმანიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი