შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისში, ზემო ვეძისის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.
უწყების ინფორმაციით, დაიწვა სახლის გვერდით მდებარე დამხმარე ნაგებობა (80 კვ.მ), სადაც 87 წლის მამაკაცი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადბენ, რომ მეზობლებმა სამსახური გამოიძახეს მაშინ, როდესაც შენობას ცეცხლი უკვე მოდებული ჰქონდა.