ახალი ამბები

ლეიბორისტები აპროტესტებენ დეპუტატების დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას

1 აპრილი, 2011 • 1009
ლეიბორისტები აპროტესტებენ დეპუტატების დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას

ლეიბორისტული პარტია მხარს არ დაუჭერს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

„როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილი აქვთ, გარდაცვალების შემთხვევაში იმ ქვეყნიდანაც აღარ მოგვასვენონ. ეს მაშინ, როდესაც მათივე კანონებით საქართველოში ადამიანის დაკრძალვა ჯდება ათასობით ლარი“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის  ვიცე სპიკერმა  19 თებერვალს გააკეთა განცხადება, რომ მომავალი წლიდან პარლამენტი დაფარავს გარდაცვლილი დეპუტატების  დაკრძალვის ხარჯებს. მიხეილ მაჭავარიანმა ეს განცხადება დეპუტატ გია არსენიშვილის გარდაცვალების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ არსენიშვილის დაკრძალვისთვის თანხები პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო.

„ჩვენ [ლეიბორისტები] მხარს დავუჭეთ კანონს, რომელიც გაითვალისწინებს დეპუტატებისთვის კოლექტიური პოლიტიკური სასაფლაოს მოწყობას, რითიც დაისვენებს ქვეყანაც და დეპუტატების მუცლებიც,”– განაცხადა ჯიბლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი