ახალი ამბები

შსს ქუთაისში ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილების შესახებ

31 მარტი, 2011 • 1210
შსს ქუთაისში ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო  პოლიციის და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  თანამშრომლებმა  დღეს ქ.  ზუგდიდში დააკავეს  ქ. გალში მცხოვრები  მანუჩარ  ძაძუა  და  მისი  ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა.

შსს–ს ინფორმაციით, მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია  ასაფეთქებელი  ნივთიერება  ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო  დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი  მოდერნიზებული დეტონატორით.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ  აღნიშნული  ასაფეთქებელი ნივთიერება მათ  ქ. ოჩამჩირეში  რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა. ამავე ჩვენებით, მათ დავალებული ჰქონდათ, აეფეთქებინათ ბომბი ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია  საადვოკატო ბიურო და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  საქართველოს  სსკ-ის  18-323 მუხლით ( ტერორისტული აქტის მომზადება).

ამავე ბრალდებით  დაკავებულია სოფელ ორსანტიაში  მცხოვრები  კალისტრატე მალანია, რომელმაც, შსს–ს ინფორმაციით, ხელი შეუწყო და დაეხმარა  მანუჩარ ძაძუას  ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში  რუსეთის ოკუპირებული  ტერიტორიიდან.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ფოტოსურათზე ამოცნობილი იქნა რუსი ოფიცერი, რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს  ჩელიაბინსკის ოლქში,  ქ.კორეკინოსში,  დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობს. სამხედრო ნაწილი 2141.

მასალების გადაბეჭდვის წესი