ახალი ამბები

ბარნოვზე აფეთქების ხმა გაისმა

31 მარტი, 2011 • 1029
ბარნოვზე აფეთქების ხმა გაისმა

დაახლოებით 10 წუთის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, აფეთქების ხმა გაისმა. „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტის ცნობით, პოლიცია ადგილზე ამ დრომდე აწარმოებს განაღმვით სამუშაოებს. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ აღნიშნული ტერიტორია.

მრგვალ ბაღთან ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ერთ–ერთი ავტომანქანიდან უცნობმა პირმა გადმოაგდო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის შემდეგაც პოლიციაში შეტყობინება შევიდა.

დღესვე ქუთაისში აფეთქებების სერიის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი პირი იქნა დაკავებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი