ქუთაისის მერიის შენობაში თანამშრომლები რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ქეთი დეისაძის თქმით, ამჟამად შენობაში ყველა თანამშრომელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშობას, თუმცა შენობის გარეთ პოლიციას სპეციალური ლენტით აქვს ტერიტორია შემოსაზღვრული.
პოლიციის თანამშრომლებმა მერიის შენობა დილიდან გადაკეტეს. მათ მერიის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ შენობაში აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რის შემდეგაც დააკავეს ორი პირი. დაკავებულები, სავარაუდოდ, ზუგდიდის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიის შენობის აფეთქებას აპირებდნენ.
ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ვინაობა და მიზეზი, თუ რის გამო ცდილობდნენ ისინი ქუთაისის მერიის შენობას აფეთქებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ინფორმაციას ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამიანისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.