საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს მოქალაქე გ. რ. და სომხეთის მოქალაქე კ. ს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ძვირადღირებული სომხური კონიაკი „არარატი“ და სიგარეტების „მარლბორო“ და „პარლამენტი“ გაყიდეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.