ახალი ამბები

აქცია 25 მარტს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით {video}

30 მარტი, 2011 • 977
აქცია 25 მარტს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით {video}

დღეს რუსთაველის ძეგლთან მდუმარე აქცია გაიმართა გიორგი ხარაბაძის, არჩილ ჩიქოვანისა და მერაბ ჭიქაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი 25 მარტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გამართული აქციის დარბევის შედეგად დააკავეს, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორების თქმით, მდუმარე აქციები გაგრძელდება უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებამდე. ისინი ხელბორკილებსა და წარწერას – „მეც პატიმარი ვარ“, დაკავებულთა ციხიდან გამოსვლამდე არ მოიხსნიან.

25 მარტს, ხარაბაძის, ჩიქოვანისა და ჭიქაშვილის გარდა, კიდევ ოთხი ადამიანი იქნა დაკავებული, თუმცა სასამართლომ ისინი 400- ლარიანი ჯარიმის დაკისრების შედეგად გაათავისუფლა.

ლადო სადღობელაშვილი 400- ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს: „მე ვთვლი, რომ ჩემი დაკავება და ჯარიმის გამოწერა იყო პოლიტიკური დაკვეთა. სასამართლო გადაწყვეტილებაც იყო პოლიტიკური, მახინჯი სცენარით დადგმული, ცუდად თეატრალიზებული შოუ“ – აცხადებს ის.

მისი თქმით, 25 მარტს აქცია წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა: „როგორც საქართველოს კანონმდებლობა გვავალებს, ხუთი დღით ადრე შევიტანეთ განცხადება მერიაში. როცა პატრულმა ჩვენი დარბევა დაიწყო,  ხელთ გვქონდა აქციის ჩატარების საბუთი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი