ახალი ამბები

გოგი თოფაძე: ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ნაცმოძრაობა გაგვეძევებინა

18 თებერვალი, 2016 • 1290
გოგი თოფაძე: ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ნაცმოძრაობა გაგვეძევებინა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომრემ, გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერით განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის “გასაძევებლად” ან ბიძინა ივანიშვილი უნდა მოსულიყო, ანდა შემოსულიყო რომელიმე უცხო ქვეყნის არმია.

თოფაძეს არ დაუკონკრეტებია,  თუ რომელი ქვეყნის არმიას გულისხმობდა.

ამის შესახებ მან მაშინ ისაუბრა, როდესა გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, თუ როგორი იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გოგი თოფაძე თინა ხიდაშელს ბრალს სდებს, რომ მან საგარეჯოს არჩევნები გააყალბა. ამას მწვავე შეფასებები მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან.

“ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩავრევთ. სად სცალია, იმდენი საქმეები აქვს მას გასაკეთებელი და იმდენი რამე გააკეთა უკვე საქართველოში, რომ მოდი, უმადურები ნუ ვიქნებით. იმ კაცმა რაც გააკეთა, არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, ვერავინ ვერ შეძლებდა ამ უბედურებას, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მათგან ქვეყნის დახსნას. ან უნდა ბიძინა მოსულიყო, ან რაღაც უბედურება უნდა მომხდარიყო საქართველოში, უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ესენი აქედან გაგვეძევებინა,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი