ახალი ამბები

ორჰან ფამუქი სომეხთა გენოციდის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო დააჯარიმეს

28 მარტი, 2011 • 1113
ორჰან ფამუქი სომეხთა გენოციდის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო დააჯარიმეს

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ორჰან ფამუქს „თურქული თვითშეგნების შეუარცხყოფისთვის“ თურქეთის სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა 3850 აშშ დოლარის ოდენობით.

მწერალი სტამბულის შიშლის რაიონის სასამართლომ 2005 წელს გამოთქმული მოსაზრების გამო დააჯარიმა.

“30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხი იქნა მოკლული ამ მიწაზე და ვერავინ ბედავს ამის შესახებ საუბარს. მხოლოდ მე ვაკეთებ ამას,” – თქვა მაშინ ფამუქმა.

ფამუქმა ნობელის პრემია 2006 წელს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი