ახალი ამბები

აჭარაში „რესპუბლიკელების“ რამდენიმე ორგანიზაცია დაიშალა

28 მარტი, 2011 • 959
აჭარაში „რესპუბლიკელების“ რამდენიმე ორგანიზაცია დაიშალა

„რესპუბლიკური პარტიის“ ხელვაჩურის, ქედის და ქობულეთის ორგანიზაციები დაიშალა, პარტია 200–მდე წევრმა დატოვა. ამის თაობაზე განცახდება რამდენიმე წუთის წინ  პარტიის ყოფილმა წევრებმა გააკეთეს.

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც “რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულმა კომიტეტმა რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხა. გარიცხვის მოტივი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზება გახდა. ცოტა ხნით ადრე ეს აქცია პარტიის რეგიონული და ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელების დაპირისპირების მიზეზი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი