ახალი ამბები

ტავ ჯორჯია: სამი ირანული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე შემოვა

16 თებერვალი, 2016 •
ტავ ჯორჯია: სამი ირანული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე  შემოვა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “ტავ ჯორჯია” აცხადებს, რომ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -„Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან.

მათივე განცხადებით, მარტიდან სამივე ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს თბილისის აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით:

“ავიაკომპანია „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ,”– აცხადებს “ტავ ჯორჯია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი