ნეტგაზეთი | როგორ განმარტა ჯაჭვლიანმა რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტის პარლამენტიდან გატანა როგორ განმარტა ჯაჭვლიანმა რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტის პარლამენტიდან გატანა – Netgazeti
RU | GE  

როგორ განმარტა ჯაჭვლიანმა რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტის პარლამენტიდან გატანა

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელმაც პარლამენტიდან უკან გაიტანა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, პარლამენტის ბიუროსადმი მიმართვაში ამის მიზეზს ასე ხსნის:

“საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს”.

12754998_439240356282166_661502403_o

საუბარია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ჯარიმებს ითვალისწინებს და რომელიც  დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში 2015 წლის დეკემბერში შეიტანა.

კანონპროექტი, რომელიც დიდი დისკუსიის საგანი გახდა,  პლენარულ სესიაზე 19 თებერვლამდე უნდა განხილულიყო, თუმცა ის მოულოდნელად ჯაჭვლიანმა უკან გაიტანა. სხვა კომენტარი ამ დროისთვის ჯაჭვლიანს არ გაუკეთებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.