ახალი ამბები

”ოდისეის განთიადი” ლიბიაში

20 მარტი, 2011 • • 1011
”ოდისეის განთიადი” ლიბიაში

სამხედრო ოპერაცია სახელით ”ოდისეის განთიადი”, რომელიც  შაბათს, 19 მარტს, ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაიწყო, კვლავ  გრძელდება.

აშშ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კადაფის სამხედრო რეჟიმის მიმართ საჰაერო დატყმები განახორციელეს.

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი და დაიჭრა 150.

ამავე ტელევიზიის ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგადად ზიანი მიადგა ჰოსპიტალს.

მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება 19 მარტს  პარიზში გამართულ სპეციალურ სამიტზე მიიღეს.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამერიკიდან 110 რაკეტა ტომაჰოკი, ბრიტანეთიდან წყალქვეშა გემები გამოიყენეს თავდასხმაში, რის შედეგადაც კადაფის საჰაერო თავადცვა სერიოზულად დაზარალდა.

ესპანეთმა ლიბიაში გაგზავნა: ოთხი f18 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი , f100 ფრეგატი, წყალქვეშა გემი.

სამიტზე ევროკავშირი დათანხმდა  ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ სახმედრო ოპერაციის წამოწყებას.

სამხედრო ოპერაციების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა და დიპლომატიური კორპუსის წევრების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. სიენენის ცნობით, ჩინეთი არ ეთანხმება ლიბიის წინააღმდეგ საერთასორისო ძალების გამოყენებას და სამხედრო ოპერაციას. ვენესუელას პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა დაგმო სამხედრო ოპერაცია ლიბიაში და გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ჩავესი ამბობს, რომ ამერიკის მთავარი მიზანი ნავთობია და არა ადამიანების სიცოცხლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი